LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სარდალაშვილისა და ანანო სამხარაძის რომანი გამჟღავნდა – როგორ მიუძღვნა ძიუდოისტმა რჩეულს ჩემპიონობა: „ერთმანეთისთვის იმედი ვართ…“

229
გიორგი სარდალაშვილი და ანანო

მომღერალი ანანო სამხარაძე შეყვარებულია. მისი რჩეული ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი გახლავთ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი. როგორია მათი სიყვარულის ამბავი და როგორ უჭერს მხარს წყვილი ერთმანეთს წარმატების გზაზე – ამას „თბილისელების“ ინტერვიუდან შეიტყობთ.

ანანო სამხარაძე: დიდ მადლობას გიხდით ამ ამბით დაინტერესებისთვის. არ მიყვარს ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ საუბარი, მაგრამ სხვაგვარად არ გამოდის. ჩემი და გიორგის ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და სიყვარულში გადაიზარდა. თითქმის ნახევარი წელია, ერთად ვართ.

– გიორგი ევროპის ჩემპიონი გახდა და გამარჯვება შენ მოგიძღვნა, რაც ემოციური ჟესტით გამოხატა. ალბათ, ძალიან ამაღელვებელი იყო.

– კი, ძალიან ემოციური იყო. რაც ყველაზე მთავარია, ევროპის ჩემპიონობა არ არის სახუმარო თემა და ძალიან გამიხარდა. ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. გიორგიში ეჭვი არასდროს შემიტანია. რასაც მიზნად დაისახავს, ყველაფერს აღწევს. ამ ჟესტს რაც შეეხება, ველოდი, რადგან თვითონ მითხრა, რაღაცით მაინც მიგანიშნებო და ეს მინიშნება კი არა, პირდაპირ თქმა იყო (იცინის).

– ამ ყველაფერს ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების მხრიდან…

– კი, კი, მართლა ასეა. აჭრელდა სოციალური ქსელი, არც ტელეფონი ჩერდება და მადლიერი ვარ ყველასი, ვინც დადებით ემოციებს გამოხატავს.

– ორივეს წარმატებული კარიერა გაქვთ და როგორ უჭერთ მხარს ერთმანეთს?

– კი, ჩვენი პროფესიები რაღაცით ჰგავს კიდეც ერთმანეთს, მაგალითად, ორივეს გვიწევს კამერებთან ურთიერთობა. ერთმანეთს ყველანაირად ვუგებთ და გვერდით ვუდგავართ. ეს მხარდაჭერა კი უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს წარმატების მისაღწევად. ერთმანეთისთვის იმედი ვართ.

ვიდეო: ვინ არის გიორგი სარდალაშვილის ულამაზესი შეყვარებული – ქართველი ჩემპიონი რჩეულთან ერთად ქუჩაში სეირნობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g