მარიამ ხატისკაცი, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, გოგონა, რომლის მიმართაც გიორგის სიმპათია ჰქონდა და როგორც ამბობენ, ვის გამოც აღმოჩნდა ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე, „ინსტაგრამზე“ განცხადებას ავრცელებს.
მარიამი წერს, რომ კითხულობს კომენტარებს, გული სტკივა და აღნიშნავს, რომ არაფერს მალავს.
„მარტივია ადამიანის განსჯა და ლანძღვა, ვკითხულობ ათასობით საშინელ კომენტარს და გული მტკივა, როგორ შეგიძლიათ იწყევლებოდეთ მაშინ, როცა არაფერი არ იცით.
ვისაც გგონიათ, რომ რამეს ვმალავ ან ჩემ გამო მოხდა ეს ყველაფერი, მაგ სიმართლით იარეთ!
ამხელა ზიზღს გამოხატავთ უსაფუძვლოდ, ტყუილად და მერე ეკლესიაში მიდიხართ.
შეგრცხვეთ. ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი, თქვენ კი გთხოვთ, იქნებ, გვაცადოთ გლოვა.
გისურვებთ ყველას, ისე ნამდვილი სიყვარულით უყვარდეთ, როგორც მე გიო მიყვარს“.