გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ორი არასრულწლოვნის, ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს მიმართ სასჯელის ზომას მოსამართლე დღეს გამოაცხადებს.
ზ.ხ-ს ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეზე დადებითი პროგნოზების გაკეთება უჭირთ.
“ჩვენი ერთადერთი მოლოდინია, სასამართლომ სასჯელის განსაზღვრა დროულად გამოაცხადოს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ. ეს იქნება ცხრა, ათი თუ 11 წელი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან, როდესაც უდანაშაულო ადამიანს განზრახ მკვლელობისთვის უსჯი და არანაირი მტკიცებულება არ გაქვს, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ არ გავჩერდებით, ბრძოლას გავაგრძელებთ და მივაღწევთ იმას, რომ სტურუას გადაწყვეტილება შეფასდეს, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი.”
ცნობისთვის, 9 მარტს გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ბრალდებულ 3 პირს – არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წელი მიუსაჯა.
