გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შსს-ში კიდევ სამი ადამიანი გამოკითხეს.
ერთ-ერთი „ტოიოტა ვიტზ“-ში მყოფი პირი იყო. მისი მანქანა 19 ივნისის ღამეს ავტობანზე დაფიქსირდა. ადვოკატის განცხადებით, გამოძიებას ბევრი კითხვა ჰქონდა.
"დადგინდეს, როგორ მოხვდა შაქარაშვილი წყალში".
"მთავარია, დამნაშავეები დაისაჯონ, რა აზრი აქვს მუხლის გადაკვალიფიცირებას - ეს ოჯახს შეღავათს მისცემს?"
“ეს ბიჭი არის ნახალოვკის მცხოვრები. ეს არ არის „მერსედესის“ მძღოლი, ეს არის „ტოიოტა ვიტსის“ მგზავრი, რომელიც გადაადგილდებოდა იმ ტერიტორიაზე, სადაც შემთხვევა მოხდა. კონკრეტული კითხვები იყო, იცნობდა თუ არა გიორგი შაქარაშვილს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ იცნობდა არც შაქარაშვილს და არც იმ გოგონას, ვისი დაბადების დღეც იყო. უბრალოდ, ვინაიდან მანქანა იმ ტერიტორიაზე დაფიქსირდა, აქედან გამომდინარე დაისვა კითხვები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების სახელსა და გვარს ვერ ჯერ გეტყვით. ჩხუბთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ“,-განაცხადა მუხრან ღურწკაიამ.
გამოკითხვაზე იმყოფებოდა კიდევ ორი პირი. ერთ-ერთმა თქვა, რომ ის იყო გიორგი შაქარაშვილის მეგობარი.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება უკვე ოთხი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
„კაწროს“ ჩვენება გასარაჯოვდა: რას ყვება ავთანდილ ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმეზე
