LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შარაშიძე: „ჩვენი პარტიული სიით გასული დეპუტატები საკრებულოებში შევლენ, პარლამენტის ბოიკოტი კი იყო შეცდომა, რისი გამოსწორების რამდენიმე გზა არსებობს – ვაკეთებთ ანალიზს და მივიღებთ გადაწყვეტილებას“

111
გიორგი შარაშიძე

„ვაღიარებთ, რომ საპარლამენტო ბოიკოტი იყო შეცდომა. თუმცაღა, ამ შეცდომის გამოსწორების რამდენიმე გზა არსებობს – უახლოეს მომავალში გავაკეთებთ მიმდინარე პროცესების სერიოზულ ანალიზს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, კონკრეტული გადაწყვეტილებისთვის მზად არ ვართ“,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

კითხვაზე, „რას ნიშნავს პარტიის განახლებული სამოქმედო გეგმა და მოიცავს თუ არა ის, საპარლამენტო მანდატების გამოყენებას“ – შარაშიძემ განაცხადა, რომ „ გეგმის შესახებ მედიის საშუალებით უახლოებს პერიოდში ვაცნობებთ საზოგადოებას“:

„თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში. რა თქმა უნდა, შეცდომის აღიარება ჩვენი გუნდისთვის დამახასიათებელი და ჩემი აზრით, პოლიტიკოსისთვის აუცილებელი თვისება და უნარია. ჩვენ არასდროს გვქონია ჩვენი შეცდომების აღიარების პრობლემა. ახლაც, ვაღიარებთ, რომ, რა თქმა უნდა, საპარლამენტო ბოიკოტი იყო შეცდომა. თუმცაღა, ამ შეცდომის გამოსწორების რამდენიმე გზა არსებობს. ჩვენ უახლოეს მომავალში გავაკეთებთ მიმდინარე პროცესების სერიოზულ ანალიზს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით ამ ეტაპზე, კონკრეტული გადაწყვეტილებისთვის მზად არ ვართ. საზოგადოება გაიგებს, როგორი იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა. რეალურად, სიტუაციის ანალიზი გვაძლევს იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პროცესი მოკვდა, ამაში ჩვენს პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და პოლიტიკური პროცესის ერთადერთი ალტერნატივად დარჩა ქუჩა. ბუნებრივია, ამან მიგვიყვანა იმ შედეგებამდე, სადამდეც მივედით. ამაში პასუხისმგებელი არ არის მხოლოდ ე.წ. ხელისუფლება, ანუ „ოცნება“. მე ვსაუბრობ „ნაციონალური მოძრაობის“ როლზეც, რადგან მიგვაჩნია, რომ იმ ყველაფერში, რაც მოხდა, რამაც დამატებითი შესაძლებლობა მისცა „ოცნებას“, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი ავტოკრატიული რეჟიმი, რამაც გადაუფორმა კორუმპირებულ კალაძეს თბილისი მომდევნო 4 წლით, რამაც გამოიწვია მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია და რამაც გააჩინა მშვიდობიან მოქალაქეებში, ჩვენს ათასობით, ათიათასობით გულანთებულ პატრიოტში, მორიგი ნიჰილიზმი და იმედგაცრუება. ამაში პასუხისმგებლობა მიუძღვის როგორც „ოცნებას“ ასევე, ნაციონალურ მოძრაობას“,- განაცხადა შარაშიძემ.

რაც შეეხება საკრებულოებს, მისი თქმით, „ყველა დეპუტატი გააგრძელებს ბრძოლას საკუთარი ამომრჩევლებისა და მოქალაქეების ინტერების დასაცავად“:

„ჩვენ ამ არჩევნებში იმიტომ შევედით, რომ ჩვენი გუნდის წევრების სახით ადამიანებს ჰყოლოდათ ღირსეული წარმომადგენლები, მათ შორის, საკრებულოებში, მუნიციპალიტეტებში, მერიებში და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მოქალაქეებს მარტო ვერ დავტოვებთ „ოცნებასთან“ და ბუნებრივია, ყველა დეპუტატი, რომელიც ჩვენი პარტიული სიით არაერთ მუნიციპალიტეტებში, მიუხედავად ამ გაყალბებული შედეგისა, გავიდა საკრებულოში, რა თქმა უნდა, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას საკუთარი ამომრჩევლებისა და მოქალაქეების ინტერების დასაცავად. რა თქმა უნდა, ეს ასე მოხდება“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g