„უბრალოდ, დღეს ხელიდან არ ვუშვებთ იმ შანსს, რომ ირაკლი კობახიძეს პირდაპირ ვუთხრათ სიმართლე და სათქმელი – ეს არის ჩვენი ამ ე.წ დებატებში და სინამდვილეში პანელურ დისკუსიაში მონაწილეობის მთავარი მიზანი, თორემ ჩვენ დებატები პარლამენტში გვაქვს“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
„ჩემთვის, ალბათ, არ იქნება მისაღები დებატებში შესვლა ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლებთან, მათ არ მივიჩნევ ლეგიტიმურად – არ არის უსაფრთხო ეთერი, სადაც შესაძლებელია ერთმანეთს ფიზიკურად შეეხონ“ – ნინო წილოსანი
ნინო წილოსანის თქმით, „ქართული ოცნება“ მუშაობს იმ ფორმატებზე, რომელიც მეტ-ნაკლებად უსაფრთხო იქნება.
შარაშიძემ კომენტარი გააკეთა დებატებში მონაწილეობის შესახებ და განმარტა, რომ მათ პარტიას არათუ პრობლემა არ აქვს „ქართულ ოცნებასთან” დებატების, არამედ, აქეთ იწვევენ ყოველთვის“.
„ფორმატთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა, თავიდანვე ვამბობდით და დღესაც კარგად ვიცით, რომ ეს დებატი არ არის და არის პანელური დისკუსია. ჩვენ დღეს დებატებში არ მივდივართ – ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. უბრალოდ, დღეს ხელიდან არ ვუშვებთ იმ შანსს, რომ ირაკლი კობახიძეს პირდაპირ ვუთხრათ სიმართლე და სათქმელი საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სახელით. ეს არის ჩვენი ამ ე.წ დებატებში და სინამდვილეში პანელურ დისკუსიაში მონაწილეობის მთავარი მიზანი, თორემ ჩვენ დებატები პარლამენტში გვაქვს. არათუ პრობლემა არ გვაქვს „ოცნებასთან“ დებატების, არამედ, აქეთ ვიწვევთ ყოველთვის. ამ პანელური დისკუსიის ეს ფორმატი არც მანამდე იყო მისაღები და არც დღეს არის, მით უფრო, რომ 8-მდე გაზარდეს მონაწილეები, მაგრამ იმ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ, რომ ირაკლი კობახიძეს პირში ვუთხრათ სათქმელი”, – განაცხადა შარაშიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მუდმივად მიიღებს პარტია „გახარია საქართველოსთვის” დებატებში მონაწილეობას თუ კონკრეტულ შემთხვევებში, შარაშიძემ უპასუხა:
„ჩვენ გადაწყვეტილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მივიღებთ. ჩვენს მაგივრად არავის გადასაწყვეტი არაა რომელ დებატებში წავალთ, რომელში არა. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მივიღებთ გადაწყვეტილება”, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
შეგახსენებთ, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის” „რუსთავი 2-ზე” დებატებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება მიიღო. მათი წარმომადგენელი დღევანდელ დებატებში, სადაც მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი არიან მიწვეული, ლევან გოგიჩაიშვილი იქნება.
⭕⬇ „ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება…
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on ხუთშაბათი, 22 იანვარი, 2026
