LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შარაშიძე: „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება“

125
გიორგი შარაშიძე

„ოცნებაში“ კარგად იციან, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, ბუნებრივად მოგვიყვანს საკითხზე, თუ ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას შარაშიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება, რადგან სიმართლის დადგენა არ სურთ“:

გიგა ფარულავა: „სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია – მივმართავთ 20 ივნისის ორგანიზატორებსა და ნამდვილ შემოქმედებს: ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას“

„ოცნების” ინტერესში უნდა შედიოდეს ჩვენს ინიციატივაზე დათანხმება და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ გასაგებია, რომ „ოცნება“ ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ მათ არ სურთ ამ საქმის გარშემო სიმართლის დადგენა. მათ კარგად იციან, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, პროტესტანტების წინააღმდეგ შესაძლო კანონით აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას და გადაცდომებს, ბუნებრივად მოგვიყვანს ასევე, იმ საკითხთან, რაც არის არანაკლებ მნიშვნელოვანი, თუ ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება 20 ივნისს. რადგან ეს „ოცნებამ“ კარგად იცის, ბუნებრივია, მათი მხრიდან ამ ინიციატივის მხარდაჭერის მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, ხალხმა იცოდეს სიმართლე. ამ საკითხზე გამოძიება შეიძლება დღეს ვერ ჩატარდეს “ოცნების” პირობებში, მაგრამ აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში სამართლებრივ პროცედურებს გავაგრძელებთ და ყველანაირად ხელს შევუწყობთ იმას, რომ როგორც ქიმიური ნივთიერების საკითხზე, ასევე 20 ივნისის საკითხზე, საბოლოო ჯამში, სიმართლე გახდეს ცნობილი, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო გამოძიების დახმარებითაც“, – განაცხადა შარაშიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში, ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დაინიცირდა ფრაქცია „საქართველოსთვის“ ინიციატივა, რომელიც დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას და აღნიშნული კომისიის მიერ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მანიფესტაციების დაშლის ლეგიტიმურობისა და გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესწავლას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.

გია ვოლსკი: „BBC-ის წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობა დაწყებულია – ყველაფერზე ფოტოს იღებენ და იმ თუთიყუშისთვის მაინც გადაეღოთ, რომელსაც ბუმბული დაცვივდა ან იმ ძაღლისთვის, რომელიც პატრონს ვერ ცნობდა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g