LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შერმადინს უნიკახამ მაგარი დახვედრა მოუწყო

77

მალაგის „უნიკახამ“ გიორგი შერმადინს დიდი მიღება და პრეზენტაცია მოუწყო. ქართველმა ცენტრმა ჯერ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც მისი კონტრაქტი ოფიციალურად ძალაში შევიდა და ზეიმის დროც დადგა. სახელდახელოდ მოწყობილ პავილიონში შერმადინს ქომაგების არმია დავდა, რომელთ შორისაც ახალგაზრდები ჭარბობდნენ. ქართველ ცენტრთნ ასობით ადამიანმა ფოტო გადაიღო – ერთი სიტყვით, ის „უნიკახაში“ როგორც ვარსკვლავი და ცხადია, როგორც ლიდერი, ისე მივიდა.

შერმადინმა განაცხადა: “მალაგაში დიდი ენთუზიაზმით ჩამოვედი. “უნიკახას” წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია და ვიცი, რომ თქვენს გუნდს ერთგული ქომაგები ჰყავს, რომლებიც დარბაზს მუდმივად ავსებენ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა მათ სიხარული მოვუტანო. ვიცი, მწვრთნელ ხოან პლაზას რამხელა ავტორიტეტი აქვს. ის დიდებული სპეციალისტია, რომელიც კალათბურთელებისგან მაქსიმუმს ითხოვს. ვეცდები, მისი ხელმძღვანელობით, როგორც ესპანეთის ჩემპიონატში, ასევე ევროლიგაში წარმატებით ვითამაშო“.

მალაგელებს მნიშვნელოვანი წელი ელით, რადგანაც ესპანეთის ჩემპიონატის გარდა, გარკვეული პაუზის მერე, ძალებს ევროლიგაშიც მოსინჯავენ. თუმცა, საკლუბო ბატალიებამდე, გიორგის უფრო მნიშვნელოვან სანაკრებო ამბებზე გადართვა მოუწევს. პრეზენტაციის მერე, ის თბილისში ბრუნდება და საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებს.


„უნიკახამ“ ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში მე-4-ე ადგილი დაიკავა. პლეიოფში კი, ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც სერია მადრიდის „რაელთან“ დათმო. ახალი სეზონიდან, მალაგას „უნიკახა“ ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგის „ლიგა ენდეზაში“ „ანდორას“ შემადგენლობაში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მისი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი, 15,3 ქულას და 7,6 მოხსნას შეადგენდა. ქართველი კალათბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ამჟამად, შერმადინი საქართველოს ნაკრებთან ერთად მოახლოებული ევრობასკეტისთვის ემზადება, რომელიც სტარტს 31 აგვისტოს აიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები