გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევას ეხმიანება და ასევე საქართველოს ხელისუფლების პოზიციას აფასებს რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში:
„CHMORLAND!
ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ხალხო! ძალიან!
ისე ვართ, როგორც ბელორუსი.
გვაქვს დროშა, ჰიმნი, სახელი, სპორტი, კულტურა! მაგრამ ეს ყველაფერი არის რუსეთის შემადგენლობაში!
რასაც ვუყურებთ დღეს, ეს არის ჩვენი, როგორც სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისი!
არც, კულტურა შეგვრჩება, არც ანბანი, არც სიტყვა, არც რელიგია და არც რამე ისეთი, რითაც მიხვდებიან, რომ ვართ ქართველები!
ვინც ამბობს, ომი გინდათო! აი, სწორედ თქვენ გინდათ ომი რუსეთის პირისპირ დატოვებით!!!!
ვისაც გჯერათ, რასაც ამბობს ჩვენი ქვეყნის ე.წ. მთავრობა, თქვენ ყველაზე მეტად ხართ იმ სიცრუის მსხვერპლი, რომელსაც გეგმაზომიერად უკვე ამდენი წელია ეწევა ეს ხელისუფლება!
ვიდრე ქართულად საუბარს არ აგიკრძალავენ, ვერ ხვდებით, სად შევედით?!!!
შვილების მომავალზე რომ საუბრობთ, ქვეყნის გადარჩენაზე და სახლებს აშენებთ, ბინებს ყიდულობთ და მომავალს გეგმავთ, სად გეგმავთ? რომელ ქვეყანაში!!!!
გ ა ი ღ ვ ი ძ ე ე რ ო !!!“
