LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი უშიკიშვილი: „ჩვენ ერთ კაცს, ბიძინას კი არ ვებრძვით, გვინდა ეს ქვეყანა რუსეთმა არ გადაყლაპოს – არჩევნების გაყალბებას თეთრი ხელთათმანებით არ დაველოდებით“

209
გიორგი უშიკიშვილი

„ვფიქრობ, ახლა არ არის დრო პოლიტიკურმა პარტიებმა, განსაკუთრებით ოპოზიციურმა პარტიებმა დრო ერთმანეთთან ბრძოლაში დახარჯონ. ვფიქრობ, დრო უნდა დახარჯონ იმაში, როგორ არ გაუყალბონ არჩევნები და როგორ დაიცვან ხმები“, – ამის შესახებ მომღერალმა გიორგი უშიკიშვილმა განაცხადა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონულ შეხვედრებში, რომელიც 4 დღის წინ გაიმართა და რომელსაც გიორგი უშიკიშვილიც ესწრებოდა, მომღერალმა საპარლამენტო არჩევნების მოახლოებაზე ისაუბრა და თქვა, რომ საზოგადოება ებრძვის არა ერთ კაცს და ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს, არამედ უნდა ის, რომ „რუსეთმა არ გადაგვყლაპოს“:

„ჩვენ ერთ კაცს, ბიძინას ხომ არ ვებრძვით? ჩვენ გვინდა, რომ ეს ქვეყანა რუსეთმა არ გადაყლაპოს. არჩევანი სად გვაქვს? – ჩვენ ვიცავთ ევროპას ამ ქვეყანაში. ამიტომ, უფრო მეტი ამოცანა გვაქვს, ვიდრე ერთი კაცის მოშორება.

ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც რუსეთში ძალიან დიდი ხანი ცხოვრობდა, მერე ერთი პერიოდი ჩამოვიდა და ახლა ერთი კვირის უკან წავიდა, მირეკავს და მეუბნება: ისეთი მდგომარეობაა, [თან ისეთი განწყობილი იყო] ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამათ ხელში არ აღმოვჩნდეთო. მართლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არჩევნები არ გაყალბდეს.

ვიცით მაგალითად საარჩევნო უბნებთან რა ხდება ხომ? – მობილიზება ქუჩის თუ ძველი ბიჭების, კრიმინალური ავტორიტეტების და ა.შ. ეს პროცესი გამოვლილი გვაქვს და ვიცით. ვფიქრობ, ჩვენც, საზოგადოება ამას აქტიურად უნდა დაუპირისპირდეს.

ძალიან კარგია, რომ სადამკვირვებლო ჯგუფები კეთდება და ვფიქრობ, დამკვირვებელი მხოლოდ შიგნით კი არ უნდა იყოს, არამედ ახალგაზრდების მობილიზება შეიძლება, რომ გარეთაც იდგნენ , მათ შორის უბნებთანაც. ჩვენ საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რომ მობილიზებულები ვართ, თეთრი ხელთათმანებით სახლში არ ვსხედვართ და ველოდებით, როგორ გააყალბებენ არჩევნებს.

მერე ვიღაცა წავა, მივარდება საარჩევნო კომისიასთან, მერე ვიღაცა გამოვა და იტყვის: „არა მანდ რა გინდათ, წამოდი იქ წავიდეთ“ და ამასობაში ხელისუფლება დგას და არჩევნების შედეგებს იფორმებს. ახლა საჭიროა მწყობრი გეგმა, როგორია შემდეგი პროცესები. მათ შორის, იგივე ჩემი აზრით, უნდა დაინახოს დასავლეთმა, იმან, ვინც უნდა აღიაროს არჩვენების შედეგები.

ჩვენი აქტივობაც ამაში უნდა გამოიხატოს, რომ დასავლეთმა დაინახოს – არჩევნები რეალურად გაყალბდა, აქ თუ ყველა გაჩუმდება, დასავლეთი არაფერს არ იტყვის, ძალიან მარტივია. იტყვის: თუ ამათ აწყობთ, მე რატომ ავიტკიო თავი?! რატომ არ ვუღიარო არჩევნები?! მაგრამ თუ ჩვენ გავაპროტესტებთ, დასავლეთიც ადგება და უბრალოდ არ აღირებს, ხომ ასეა?! ამიტომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

თქვენც რომ წახვალთ, ვიღაცას უნდა ესაუბროთ, მეც ვიღაცას უნდა ვესაუბრო აქედან რომ გავალ და ა.შ. ეს გაიზრდება და ყველაფერი, რაღაცნაირად ძალად იქცევა, ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ სათითაოდ ყველამ, ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ ბრძოლა გაყალბების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ: უნდა იდგეს ბევრი ხალხი, მათ შორის საარჩევნო უბნებთან და არამარტო შიგნით.“ – განაცხადა გიორგი უშიკიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ახლახან „ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას შეუერთდა.

არჩევნების გაყალბებას ჩვენ თეთრი ხელთათმანებით არ დაველოდებით – უშიკაშვილი

ჩვენ ერთ კაცს, ბიძინას კი არ ვებრძვით. ჩვენ გვინდა, რომ ეს ქვეყანა რუსეთმა არ გადაყლაპოს არჩევნების გაყალბებას ჩვენ თეთრი ხელთათმანებით არ დაველოდებით თუ დასავლეთი დაინახავს ჩვენ პროტესტს, არ აღიარებს [გაყალბებული] არჩევნების შედეგებს – გიორგი უშიკაშვილი სრული ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=CHlhOIBWItk&t=255s

Posted by Netgazeti on Thursday 25 July 2024

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები