LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე – ჩვენი არჩევანი არის ბრიუსელი, “ქართული ოცნების” არჩევანი არის მოსკოვი

60
fafafa

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე ბრიუსელიდან მიმართვას ავრცელებს.

გიორგი ვაშაძის თქმით, ბრიუსელში მიმდინარეობს შეხვედრები უმაღლეს დონეზე.

ვაშაძის აზრით, ნათლად ჩანს, რომ “ქართულ ოცნებას” არ სურს კანდიდატის სტატუსის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ.

“ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ გზას ევროპისკენ საქართველო არ ასცდეს და მივიღოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ, სწორედ ამით განვსხვავდებით ჩვენ ,,ქართული ოცნებისგან”, ჩვენი არჩევანი არის ბრიუსელი, “ქართული ოცნების” არჩევანი არის მოსკოვი. რაც შეეხება ევროპელების გზავნილებს, ისინი სამწუხაროდ ვერ ხედავენ პოლიტიკურ ნებას მმართველ ძალაში.

ხაზგასმით ვამბობ, რომ მათ არ უნდათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თორემ ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს უფრო რთული რეფორმები უფრო მოკლე ვადაში შეუსრულებია და აი ამ რაღაც გარჩევებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი.

ჩვენ შევხვდით საგარეო უწყებას, ბატონ რუფს, შევხვდით იმ ჯგუფს, რომელმაც 12 რეკომენდაცია მოამზადა , იმ ადამიანებს, რომლებიც კვლავ დიდი წუხილით ამბობენ რომ 12 პუნქტის გაცემის შემდგომ გავიდა თვეები, მაგრამ შედეგი კვლავ არ ჩანს.

ეს შედეგი, პირველ რიგში, ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ უნდა აჩვენოს. ჩვენ, ოპოზიცია გუშინ შევედით და მხარიც კი დავუჭირეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამით ვაჩვენეთ კონსტრუქციულობა” – გიორგი ვაშაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები