„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია ყოველ დღე გამოაცხადებს მომდევნო დღის გეგმას. დღეს საღამოს კი, ხვალინდელი გეგმა გასაჯაროვდება.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების სამიზნე ცენტრალური საარჩევნო კომისია და სასამართლოა:
„თეთრიწყაროს მოსამართლემ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო, ამიტომ ჩვენ ახლა ყველა მოსამართლეს უნდა მოვუწოდოთ, რომ დაიხსნას თავი კლანისგან და მათ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ჩვენი სამიზნე არის ცენტრალური საარჩევნო კომისია და სასამართლო სადაც ახლა ყველა ეს საქმეებია.
„პროტესტი პერმანენტული იქნება – პერიოდულად უფრო და უფრო გამწვავდება“ – გიორგი ვაშაძე
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ახალი ტიპის პროტესტი, რომელიც მთელ საქართველოს გააერთიანებს, „ქართულ ოცნებას“ კი საბოლოოდ ჩამოაშორებს მმართველობას.
წინააღმდეგობების მოძრაობების კვირაა ახლა ეს, მაგრამ ყოველ შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო და უფრო მწვავე იქნება ჩვენი პროტესტი. ამიტომ, ყოველ დღე გამოცხადდება გეგმა შემდგომი დღის, დღეს საღამოს, მაგალითად, გამოცხადდება ხვალ რას ვაპირებთ და როგორ ვაპირებთ პროტესტს“. – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.