LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: „გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი და ანტიქართული საქციელი“

117
პიტერ ფიშერი და გიორგი ვაშაძე

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს. მის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი და ანტიქართული საქციელი“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეს იყო არა მხოლოდ პროვოკაცია, არამედ ქართველი ხალხის მეგობრის წინააღმდეგ რეჟიმის მიერ წახალისებული და ორგანიზებული თავდასხმა.

„ეს იყო არა მხოლოდ პროვოკაცია, არამედ ქართველი ხალხის მეგობრის წინააღმდეგ რეჟიმის მიერ წახალისებული და ორგანიზებული თავდასხმა, ამას ამტკიცებს მათი პროპაგანდის მიერ ამ ინციდენტის ატაცება და გავრცელებაც.

ეს შემთხვევითი ინციდენტი არ ყოფილა, ეს არის წლების განმავლობაში დასავლეთის წინააღმდეგ გაღვივებული ზიზღის, მიზანმიმართული პროპაგანდის და ქვეყნის ევროპული კურსის შერყევის მცდელობის შედეგი.

სამარცხვინოა, რომ იმ ქვეყნის ელჩს ესხმიან თავს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი მხარდამჭერია და რომელ ქვეყანაშიც ათასობით ქართველი ცხოვრობს, ინახავენ იმ ოჯახებს, რომლებიც რეჟიმმა შიმშილისთვის გაწირა საქართველოში.

მადლობა თითოეულ მოქალაქეს, ვინც ამ თავდასხმას არ აჰყვა და ელჩს გვერდით დაუდგა. ამ ადამიანებში ჩანს ნამდვილი საქართველო – ევროპული, თავისუფალი და ღირსეული. ჩვენი ადგილი რუსულ ჭაობში კი არა ევროპულ ოჯახშია. ვინც ამას ებრძვის, მტრის საქმეს აკეთებს.“ – წერს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პიტერ ფიშერს ბათუმში 18 მაისს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„საელჩო ადასტურებს ამ შემთხვევას და მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა“. – განუცხადეს „ფორმულას“ გერმანიის საელჩოში.

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს. მის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო,…

Posted by Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე on Wednesday 21 May 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g