LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: ხალხს უნდა, რომ ერთად დაგვინახოს და უნდა, რომ ერთად დაგვინახოს ყოველდღე, არა 10 დღეში ერთხელ, არამედ დიდი ერთობა უნდა

132
გიორგი ვაშაძე3

ხალხს უნდა, რომ ერთად დაგვინახოს და უნდა, რომ ერთად დაგვინახოს ყოველდღე. არა 10 დღეში ერთხელ, არამედ დიდი ერთობა უნდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„შეხვედრა კარგია. დღეს ქვეყანა არის უკიდურეს ჩიხში. „ქართული ოცნება“ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ არის იზოლაციაში. ვფიქრობ, რომ ცოტა მეტია გასაკეთებელი, განსაკუთრებით, ქვეყნის შიგნით იმისთვის, რომ მოკლე ვადაში მივიყვანოთ ეს პროცესი გამარჯვებამდე. ჩემთვის ეს არის საყოველთაო ერთიანობა, ერთიანი შტაბი, მოქმედების ერთიანი განრიგი. ხალხს უნდა, რომ ერთად დაგვინახოს და უნდა, რომ ერთად დაგვინახოს ყოველდღე. არა 10 დღეში ერთხელ, არამედ დიდი ერთობა უნდა. გუშინაც რუსთაველზე ვიყავი, გუშინ წინაც, საზოგადოებას, როდესაც ვესაუბრები, ყველას ეს უნდა“,- აღნიშნა ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g