LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: „ლაშა გაბიტაშვილზე განხორციელებული მხეცური თავდასხმა არის პირდაპირი შედეგი იმ მუქარისა, რომელიც აბუ-დაბიში გაუჟღერეს, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ „დაისჯებოდა“

136
გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, ლაშა გაბიტაშვილის მიერ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც ის ამბობს, რომ სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება.

ვიდეო: „ძაღლს ვასეირნებდი და 3 ნიღბიანი კაცი მომვარდა“ – ლაშა გაბიტაშვილი აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ

გიორგი ვაშაძის თქმით, „ხელისუფლება იყენებს ყველა ძალადობრივ გზას, რომ ქვეყანაში ბოლომდე ჩაახშოს პროტესტის ხმა“.

„ლაშა გაბიტაშვილზე განხორციელებული მხეცური თავდასხმა არის პირდაპირი შედეგი იმ მუქარისა, რომელიც გაბიტაშვილს აბუ-დაბიში გაუჟღერეს, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ „დაისჯებოდა“…

შსს-ს ცნობით, ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ნიღბიანი პირების მიერ განხორციელებული თავდასხმა არის ხელისუფლების მიერ სისტემური ძალადობის მორიგი აქტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეჟიმი ძალაუფლების შენარჩუნებას საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობით ცდილობს.

ყველას კარგად გვესმის, რომ ძალადობა და ტერორი არის მოქალაქეების დაშინების მცდელობა. ხელისუფლება იყენებს ყველა ძალადობრივ გზას, რომ ქვეყანაში ბოლომდე ჩაახშოს პროტესტის ხმა. სინამდვილეში, რეჟიმის ეს ქმედებები არ მუშაობს და ამის დასტურია 76 დღიანი უწყვეტი პროტესტი. რეჟიმის ამ უსუსური ქმედებით არც ლაშა გატყდება და არც პროტესტი შემცირდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„აბუ-დაბიში რაც თვითონ ვერ შეასრულეს, სხვა შემსრულებლები გამოაგზავნეს… ვერაფრით დაგვაშინებენ“ – ლაშა გაბიტაშვილი

ცნობისათვის, ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 126-ე პრიმა მუხლით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

არჩილ გორდულაძე: ადამიანის მიმართ ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი… ვისაც შეუძლია ამ ყველაფრით ხელი მოითბოს არიან ის ადამიანები, რომლებიც სხვის ტრაგედიებს იყენებენ, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g