LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: მხოლოდ კითხვარის შევსება კი არაა მნიშვნელოვანი, მე, მაგალითად “ქართული ოცნების” ადგილზე პარლამენტში დავარეგისტრირებდი მინიმუმ 100 კანონპროექტს, რომელიც იქნებოდა სწორედ ევროპული რეფორმების მთავარი ფუნდამენტი

57
vashadze

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი გადაეცა.

კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას, რეფორმებს, განათლებას, კულტურას, სოფლის მეურნეობას და კიდევ სხვა უამრავ სფეროს.

კითხვარის ჩაბარების შემდეგ ევროკომისია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოსაზრებას შეიმუშავებს, რომელსაც ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის. კითხვარი შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

აღნიშნულ თემაზე რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, საქმე გვაქვს არამხოლოდ კითხვარის შევსებასთან, არამედ მნიშვნელოვანია რამდენად ეფექტურად განხორციელდა ქვეყანაში რეფორმები.

“აქ ორი რაღაცაა, პირველია არის კითხვარი და მეორე არის ქმედითი ნაბიჯები. არ გამოუვა საქართველოს მოტყუება, რომ სამართლიანი სასამართლო აქვს.

ევროპაშიც და ამერიკაშიც ყველამ იცის, რომ არ არის საქართველოში სამართლიანი სასამართლო. გამოსასწორებელია ეს საკითხი, აუცილებელია რეფორმები.

ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

ევროკავშირის ბაზარი მსოფლიოში ნომერ პირველია. ვიყენებთ ამ შესაძლებლობას? სამწუხაროდ არა.

ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი არის მაინც რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი. ამას მუშაობა უნდა, სისტემური რეფორმები უნდა.

კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ფორმალურად კი არაა მნიშვნელოვანი. ისე საუბრობს ყველა ამ კითხვარზე გეგონებათ გვეკითხებიან რა გქვია, რა გვარი ხარ ან დაბადების თარიღს.

ამაზე არ არის საუბარი. საუბარია სისტემური დემოკრატიული ევროპული რეფორმები არის თუ არა დღეს გატარებული და თუ არ არის რამდენ ხანში იქნება.

გარდა იმისა, რომ კითხვარი შეივსოს მე, მაგალითად, ქართული ოცნების ადგილზე, რასაც ვიზამდი ესაა: მინიმუმ 100 კანონპროექტს დავარეგისტრირებდი პარლამენტში, რომელიც იქნებოდა სწორედ ევროპული რეფორმების მთავარი ფუნდამენტი და ქვაკუთხედი.

ევროპამ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა, დიდი გამონაკლისი დაუშვა, უკრაინაში ომის გამო და დაუშვა იმის გამო, რომ 30 წელია საქართველო დამოუკიდებლობის შემდგომ ევროინტეგრაციისთვის.

არ დაგვიკარგეს ეს, მადლობა უნდა ვუთხრათ, ახლა ჩვენზეა დამოკიდებული.

დაჩქარებული გაწევრიანება დაჩქარებული რეფორმების საპასუხოდ – ეს არის პირდაპირი გზავნილი, რასაც ჩვენი ევროპელი მეგობრები გვეუბნებიან და კიდევ ერთხელ მათ მინდა ვუთხრა დიდი მადლობა, რომ მიუხედავად ბევრი პრობლემისა ქართული მხარის მხრიდან ასე სწრაფად გამოგვიგზავნეს კითხვარი,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე უკრაინაში ვიზიტზე: ოპოზიციას და პოზიციას არ გამოგვდის ტელევიზიით ლაპარაკი, მედიატორი გვჭირდება ევროპიდან და ამერიკიდან და ქვეყნებს შორის ტელევიზიით ლაპარაკი შეიძლება?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები