LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: „ქართულმა ოცნებამ“ პასუხი უნდა გასცეს რატომ არის ქვეყანაში არეულობა, რატომ ხელყო დემოკრატია, რატომ არიან სანქცირებულები – გამოსაძიებელი თავიანთ გუნდში მოძებნონ

166
გიორგი ვაშაძე

სანქციები და კონკრეტული ნაბიჯები, ხელისუფლების არ აღიარება და სალომე ზურაბიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა, ძალიან დიდი შედეგია, რომელიც ამ აქციებს აქვს. გამარჯვების ფორმულა – მეტი წნეხი, სანქციები, აქციები და აქტიურობაა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებამ“ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს, თუ რატომ არის ქვეყანაში არეულობა და რატომ ხელყო დემოკრატია.

„ამ აქციებს ძალიან დიდი შედეგი აქვს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უპრეცედენტო აქტივობა საქართველოსთან მიმართებაში. სანქციები და კონკრეტული ნაბიჯები, ხელისუფლების არ აღიარება და სალომე ზურაბიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა – ეს ძალიან დიდი შედეგია, რომელიც ამ აქციებს აქვს. გამარჯვების ფორმულა: მეტი წნეხი, სანქციები, აქციები და აქტიურობაა.

დღეს „ქართული ოცნება“ მოპასუხის რეჟიმშია გადასული, მან პასუხი უნდა გასცეს თუ რატომ არის ქვეყანაში არეულობა, რატომ ხელყო დემოკრატია, რატომ არიან სანქცირებულები და რატომ არ აღიარებენ არჩევნებს. ამის სანაცვლოდ ეს საკითხი შემოაგდეს, რომ ყურადღება გადაიტანონ. გამოსაძიებელი ვინც არიან, თავიანთ გუნდში მოძებნონ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ „ინტერპრესნიუსთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g