LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე – სახლში მომადგნენ და მითხრეს, რომ მიბარებენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაზე – მინდა, ბიძინა ივანიშვილს მივმართო: შენი არავის ეშინია

166
2024-11-24_11-46-56_250812-1024x590

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ის გამოკითხვაზე დაიბარეს.

„სახლში მომადგნენ და მითხრეს, რომ მიბარებენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაზე – მინდა ბიძინა ივანიშვილს მივმართო, რომ შენი არავის ეშინია, არავის შენი დაბარებების არ ეშინია.

რეჟიმი ყოველდღე უფრო სუსტია და გადადის სტანდარტულ ძალადობრივ ნაბიჯებზე. ამას ჩვენ დიდი ერთიანობა უნდა დავუპირისპიროთ. სახლში მომადგნენ და მითხრეს, რომ მიბარებენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაზე. მე მათ ძალიან მარტივი კითხვა დავუსვი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ერთი ადამიანი მაინც თუ გამოკითხა ახალგაზრდების ფიზიკური ცემის, ჟურნალისტების ცემის და სხვა იმ ფაქტებზე, რომლის თვითმხილველია აბსოლუტურად ყველა. მათ ამაზე პასუხი არ აქვთ. მე ამ ადამიანებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ, რომ ეს სამსახური დატოვეთ, გაემიჯნეთ ბიძინა ივანიშვილს და რეჟიმს. დღეს საქართველოში ქაოსი მოაქვს ბიძინა ივანიშვილს, ამ ადამიანის მოშორება მყისიერად ნიშნავს, საქართველოს დამშვიდებას.

მინდა ბიძინა ივანიშვილს მივმართო, რომ არავის შენი არ ეშინია, არავის შენი დაბარებების არ ეშინია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას, რამდენიც არ უნდა დაგვაკავოთ, რამდენი საქმეც არ უნდა აღძრათ, კიდევ მეტი ადამიანი გამოვა და კიდევ მეტი ადამიანი გააგრძელებს ბრძოლას“, – განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g