LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: „ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაბარებული ჰყავდა როგორც კობახიძე, ასევე ღარიბაშვილი და ორივეს გამოუცხადა, „ეს რა შარში გამხვიეთო“

264
გიორგი ვაშაძე

„ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაბარებული ჰყავდა როგორც კობახიძე, ასევე ღარიბაშვილი და ორივეს გამოუცხადა, „ეს რა შარში გამხვიეთო“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამ განცხადებით ვაშაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადება შეაფასა, რომლის თქმითაც, შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის.

გიორგი ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლება ამას იმიტომ მალავს, რომ არ უნდა ბოლომდე ჩამოიშალოს:

სუს-ის ხელმძღვანელი აშშ-ის სავიზო სანქციაზე: ვიზაც პასპორტში მაქვს და არც შეტყობინება მიმიღია, არ დამსიზმრებია შემიშვებენ თუ არა – თუ არ შემიშვებენ, ძალიან ცუდი ტონი იქნება

„ყველას ხომ კარგად ესმის, რომ ეს ყველაზე სწრაფი ნაბიჯია, რაც ამერიკულმა მხარემ გადადგა. ამის შემდგომ იქნება ფინანსური სანქციებიც, კიდევ უფრო გაფართოება ამ წრის, ანუ, რადგან ერთი სია შეიკრა, ახლა იმ სიაში უბრალოდ, ხალხი დაემატება. „ქართული ოცნება“ ამას იმიტომ მალავს, რომ შიდა ტოტალური ჩამოშლის ეშინია.

ისედაც ჩამოშლილები არიან, ერთმანეთს არ ენდობიან, დიდი ჩხუბი აქვთ, სპეცსამსახურებს ქუჩური და კრიმინალური გარჩევები აქვთ ერთმანეთში, პოლიტიკური წარმომადგენლები ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან, რა შარში გაგვხვიეთო ერთმანეთს ეუბნებიან და აბრალებენ.

ალუდა ღუდუშაური: „ნეტა, მოგზაურობის დრო მქონდეს… კი, აშშ-ის ვიზა მაქვს – რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა, მათ შორის ამერიკაში, მაგრამ თქვენ არ იცით და გეტყვით, ჩემი ქვეყანა უფრო მეტად მიყვარს“

„პარტნიორები და მითუმეტეს, სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთს სანქციებითა და შეზღუდვით არ უნდა ელაპარაკებოდნენ – რაც შეეხება ვიზების საკითხს, არ ვიცი, მსგავსი შეტყობინება ვის მიუვიდა“.

ახლა რომ იცოდეთ „ქართულ ოცნებაში“ რა ხდება – კობახიძე ღარიბაშვილს აბრალებს, ღარიბაშვილი კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილი კი ორივეს. აი, ეს ხდება ახლა რომ იცოდეთ „ქართულ ოცნებაში“. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაბარებული ჰყავდა როგორც კობახიძე, ასევე ღარიბაშვილი და ორივეს გამოუცხადა, ეს რა შარში გამხვიეთო.

შესაბამისად, ველი, რომ შეიძლება საერთოდ მოაძრონ იმ თანამდებობიდან და ახალი ტრიუკი ჩაატაროს ბიძინა ივანიშვილმა. ოღონდ ჩვენ ეს არ უნდა „ვიყიდოთ“. გეტყვით რაში ედავება-მას თავის დროზე მიუტანეს ანგარიში, რომ ახალგაზრდებზე ისე იმუშავა მათმა დეზინფორმაციის კამპანიამ, ახალგაზრდების მხრიდან არანაირი დიდი პროტესტი არ იქნებოდა.

„კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლებას დაემუქრნენ, რომ რევოლუციური გადატრიალებები მოხდებოდა, სემინარების ჩატარების საჯარო მტკიცებულებები არსებობს, ახალგაზრდებს ასწავლიდნენ, როგორ უნდა დაემხოთ ხელისუფლება, როგორ უნდა მისწოლოდნენ“ – გურამ მაჭარაშვილი

რეალურად, „ქართული ოცნება“ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ახალგაზრდების მასობრივმა პროტესტმა გამოფიტა. შესაბამისად, ახლა არის შიდა გარჩევები, ვისი ბრალია. დახარჯული აქვთ „ობშიაკის“ დაახლოებით 80 მლნ, რომელიც არის შეგროვებული, ადგილიც კი ვიცი, სად არის ეს ფული.

როცა ხელისუფლებას შევცვლით, გავხსნით და ხალხს დავურიგებთ ამ ფულს რომ იცოდეთ. ხალხი მიიღებს ამ ფულს, დაახლოებით მილიარდამდეა მობილიზებული. ახლა ხდება კაპიკ-კაპიკ განხილვა, რომ დახარჯეთ ეს ფული, შედეგი რატომ არ დაიდოო“. – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ, ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას.

„კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა, რომელიც რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია – რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?“ – რობინ დანიგანი ანაკლიის პორტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g