LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძემ სოფელ შუქრუთში არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოები პარლამენტში, საკუთარი კაბინეტის წინ გამოფინა

110
shuqrutisfoto-3

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოები პარლამენტში, საკუთარი სამუშაო კაბინეტის წინ გამოფინა.

ფოტოებზე ის  ეკოლოგიური პრობლემები აღბეჭდილი, რომლის წინაშეც სოფელი შუქრუთი და თავად მოშიმშილე შექრუთელები არიან. დეპუტატის განცხადებით, ფოტოების გამოფენის მიზანი ა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელებისთვის შუქრუთელების პრობლემების ჩვენებაა.

„ეს ხალხი 30 დღეზე მეტია შიმშილობს. ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მათთან არ ჩასულა. მათ არ შეხვედრია არც კომპანიის გაკოტრების მმართველი, რომელიც ხელისუფლების მიერ დანიშნული პირია.

„არავინ შეგვხმიანებია, სხვა გზა არ არის“- დღეიდან შუქრუთელები მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ

შუქრუთელების საპროტესტო აქცია სამ თვეზე მეტია გრძელდება, ამჟამად პროტესტის მონაწილეები თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან შიმშილობენ.

რადგან „ქართული ოცნება“ ამ ხალხთან არ მიდის და არ ინტერესდება, რაზე აქვთ მათ პრეტენზია და რატომ შიმშილობენ, პარლამენტში წარმოვადგენ ფოტოებს, რათა აქ მაინც ნახონ ის ეკოლოგიური კატასტროფა, რასაც შუქრუთში ადგილი აქვს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ შუქრუთის 10 მკვიდრი, ამერიკის საელჩოსთან მე-9 დღეა შიმშილობს, 3 დღის წინ ისინი მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ. აქციის მონაწილეებს პირი აქვთ ამოკერილი, მათ შორის, არიან ქალებიც. პროტესტანტები ითხოვენ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მადნის მოპოვების შედეგად დაზარალებულებს ადეკვატური კომპენსაცია გადაუხადოს.

ვაშაძე შუქრუთის მოსახლეობას შეხვდა: “ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ 10 დღე მაინც დასჭირდება, რომ ვინმე მოვიდეს პარლამენტში”

magti 5g