LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძემ სწრაფი ტესტი პირდაპირ ეთერში გაიკეთა და პასუხი 10 წუთში გაიგო (ვიდეო)

807
1 ვასაძე ტესტი

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც ჟურნალისტების თანდასწრებით, პირდაპირ ეთერში თავად გაიკეთა სწრაფი ტესტირება ახალ კორონავირუსზე. 10 წუთში მიღებული ტესტის პასუხით „ახალი საქართველოს“ ლიდერს ვირუსი არ აღმოაჩნდა.

„ეს არის პატარა კასეტა, რაზეც ახლა ჩემი სისხლის დაწვეთება მოხდება, ესეც საკმარისია. დღეს მარნეულში პირველი, რაც უნდა ხდებოდეს, ეს მოქალაქეების მყისიერი შემოწმებაა. მარნეულში უნდა იყოს ლაბორატორია, რომელიც რისკ-ჯგუფის ადამიანებს სწრაფ ტესტებს გაუკეთებს. ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში არის სწორედ ინფექციის დროული დადგენა. შეხედეთ სამხრეთ კორეის მაგალითს. მე მესმის, როცა ამბობენ სწრაფი ტესტირება არ არის 100%-იანიო. კი ბატონო, მაგრამ 100%-იანი არც ერთი ტესტი არ არის”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი მთავრობას მოუწოდებს, რომ მსგავსი ტესტები ჩამოიტანონ საქართველოში. ის ხელისუფლებას ტესტების ჩამოტანაში დახმარებას სთავაზობს.

“ხვალ საქართველოში სწრაფი ტესტები შემოვა, რაოდენობა საკმარისია” – ეკატერინე ტიკარაძე

 

https://www.facebook.com/G.Vashadze/videos/616330399099885/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები