LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძეს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა და პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა

152
გიორგი ვაშაძე

ე.წ საბოტაჟის საქმეზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მან თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

გიორგი ვაშაძეს პროკურორის ნებართვის გარეშე აეკრძალა საზღვრის კვეთა – ჩამოართვეს პასპორტი და პირადობის მოწმობა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, გირაოს გადაიხდის.

შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე – 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით.

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო 23 იანვარს დატოვა. მას სასამართლოს მიერ შეფარდებული 7-თვიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g