საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა. გიორგი ვოლსკი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.
ვიცე – სპიკერი აცხადებს, რომ ვაქცინაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.
„თავს კარგად ვგრძნობ, ავიცერი ინგოროყვას კლინიკაში. ყველაზე დიდი უნდობლობა და საფრთხე რაც კაცობრიობას ემუქრება ეს საშინელი ვირუსია“, – აცხადებს ვოლსკი.
შეგახსენებთ, საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ქვეყანამ კიდევ ერთი წარმოების, „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა გასულ კვირას მიიღო.