LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულ თაღლითების ძალიან დიდ ჯგუფთან – ვოლსკი ალასანიას განცხადებაზე

176
ფორტუნა (3)

გიული ალასანიას და არა მარტო მისი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა თაღლითების ძალიან დიდ ჯგუფთან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„არსებობს მკურნალობის გარკვეული კურსი, რომელსაც არ იცავენ იმ მიზეზით, რომ როგორმე სააკაშვილის დაზიანება იყოს თვალხილული და იმისთვის, რომ როგორმე საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ იმაში, რომ სააკაშვილი არის ისეთ პირობებში, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტს. ამ პროცესში წამოცდენები, რომელიც თუნდაც გიული ალასანიას ჰქონდა, მიუთითებს იმაზე, რომ არიან თაღლითები და ზუსტად იციან რეალური სიტუაცია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ სასჯელის გადავადების სანაცვლოდ, სააკაშვილმა შესაძლოა მკურნალობის კურსი საქართველოში გაიაროს.

გიული ალასანია შვილზე: ჩვენი თხოვნაა, სასჯელის გადავადება – ვერ ჭამს, რადგან მოწამლულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები