LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია შვილზე: ჩვენი თხოვნაა, სასჯელის გადავადება – ვერ ჭამს, რადგან მოწამლულია

179
ბბბბბბბბბბბბბ

ჩვენი თხოვნა არის სასჯელის გადავადება, ადამიანი თავისუფალი რომ იქნება თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს, იქნებ აქ რჩება? აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, სააკაშვილი ვერ ჭამს იმიტომ, რომ მოწამლულია.

„ჩვენი თხოვნა საზღვარგარეთ გადაყვანა კი არ არის, არის ის, რომ გადაუვადონ სასჯელი. ადამიანი თავისუფალი, რომ იქნება თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს, იქნებ აქ რჩება? აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას? ეს მე არ ვიცი.

ვერ ჭამს, ვერ ჭამს იმიტომ, რომ მოწამლულია, ეს ხომ ცნობილია“,- აღნიშნავს ალასანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები