LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გირჩი” 20 ოქტომბერს “დედაენის ბაღში “კანაფის ფესტივალის” მოწყობას გეგმავს

100

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი” 20 ოქტომბერს “დედაენის ბაღში “კანაფის ფესტივალის” მოწყობას გეგმავს. როგორც პარტიის წევრები განმარტავენ, ფესტივალი ქვეყანაში კანაფის დათესვისა და მოხმარების სრული ლეგალიზაციის წინაპირობა იქნება.

მათივე ინფორმაციით, მარიხუანასა და მასთან დაკავშირებულ პროდუქტებს, სურვილის შემთხვევაში, გაყიდიან. როგორც პარტიაში განმარტეს, ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ მარიხუანის შეძენა/გასხვისების ცივილური პრაქტიკა დაინერგოს, რაც ე.წ. “კოფი შოპების” მეშვეობით მოხდება.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც ის განმარტავს, დედაენის ბაღში შეიკრიბება ყველა, “ვისთვისაც თავისუფლება მნიშვნელოვანია”.

“მე ვაპირებ, რომ ჩავიდინო მორიგი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, რომელიც დე ფაქტოდ ამ ქვეყანაში, ერთი მხრივ, მოახდენს კულტივაციის ლეგალიზებას, ანუ დათესვა რომ აღარ იყოს დასჯადი, და მეორე მხრივ, “კოფი შოპების” ლეგალიზებას, რაც ნიშნავს, რომ დაშვებული იყოს “კოფი შოპის” ტიპის სტრუქტურა, სადაც ადამიანებს ექნებათ საშუალება, სურვილის შემთხვევაში, კანაფი შეიძინონ და მოიხმარონ. მგონია, რომ ეს იქნება მნშნველოვანი წყალგამოყოფი”, – ამბობს ჯაფარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g