LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გირჩი“ არჩევნებამდე „ტესლას“ მარკის 20-მდე ავტომობილის გათამაშებას აპირებს

62
სანდრო რაქვიაშვილი

თვითმმართველობის არჩევნებამდე, „გირჩი“ „ტესლას“ მარკის 20-მდე ავტომობილის გათამაშებას აპირებს.

“გირჩის” წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით აღნიშნულ ავტომობილებს სახელმწიფო ბიუჯეტის იმ თანხიდან შეიძენენ, რომელიც პარტიას სახელმწიფომ გამოუყო, პარტიამ კი უარი თქვა.

რაქვიაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო დაფინანსებას არ უნდა იღებდნენ.

უახლოეს მომავალში „ტესლას“ პროექტის გათამაშება დაიწყება იმ ადამიანებისთვის, ვინც წინა წელს არჩევნებზე იყო და ფოტო აქვს გადაღებული საარჩევნო უბანთან, – აცხადებს რაქვიაშვილი

მისი განცხადებით, ცალკე პროექტები იქნება თბილისისთვის, ბათუმისთვის და ა.შ

“გადავწყვიტეთ, რომ ამ პოლიტიკურ ქაოსში, რომელშიც ვიმყოფებით და სადაც გაურკვეველია, რა მიზნები აქვთ პოლიტიკურ მოთამაშეებს, ჩვენ ჩვენი დამოუკიდებელი კამპანია ვაწარმოოთ და მართლა სერიოზული პოლიტიკით დავკავდეთ” – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g