LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს აქციების ფასის ვარდნის გამო ილონ მასკმა $24 მილიარდი დაკარგა

140
maski

ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული გიგანტის Tesla-ს აქციების ფასი 9%-ით დაეცა. მიზეზი კომპანიის მესამე კვარტლის შედეგების გამოქვეყნება და ილონ მასკის მიერ გლობალური ეკონომიკის მიმართ გამოხატული პესიმიზმი აღმოჩნდა. შედეგად, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა თითქმის $24 მილიარდი დაკარგა.

კომპანიის აქციების ვარდნასთან ერთად მასკის ქონების წმინდა ღირებულება თითქმის 10%-ით შემცირდა, რადგან იგი  Tesla-ს აქციათა 21%-ს ფლობს, რაც მისი ქონების 68%-ს შეადგენს.

როგორც ირკევვა, Tesla-ს აქციების ვარდნა კომპანიის მესამე კვარტლის მოსალოდნელზე ნაკლებმა შემოსავალმა გამოიწვია – მან $19.6 მილიარდს მიაღწია მაშინ, როდესაც მეორე კვარტალში შემოსავალი $21.3 მილიარდს გაუტოლდა. ამავე პერიოდში კომპანიის თითო აქციაზე შემოსავალმა 66 ცენტი შეადგინა, რაც ასევე შესამჩნევი ვარდნაა მეორე კვარტალში აქციაზე მიღებული 91-ცენტიანი შემოსავლის შემდეგ.

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ქონების წმინდა ღირებულების შემცირების მიუხედავად, მასკი $232.2 მილიარდით კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. რაც შეეხება Tesla-ს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $698.6 მილიარდია, რის საფუძველზეც მსოფლიოში საბაზრო ღირებულების მიხედვით ის მერვე უმსხვილეს კომპანიად პოზიციონირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები