2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის წასახალისებლად, “გირჩი” მათთვის, ვინც 31 ოქტომბერს ნებისმიერ პარტიას ხმას მისცემს, “Tesla”-ს ავტომობილებს გაათამაშებს.
Tesla-ს პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც “ცესკოს” ამომრჩეველთა ერთიან სიაშია რეგისტრირებული და 31 ოქტომბერს, მისთვის სასურველ პარტიას მისცემს ხმას.
ამისთვის საჭიროა
- დარეგისტრირდით “გირჩის” პორტალზე (girchi.com) Tesla-ს პროექტში.
- 31 ოქტომბერს წადით საარჩევნო უბანზე და მიეცით ხმა თქვენთვის სასურველ პარტიას.
- იმავე დღეს, 31 ოქტომბერს ხმის მიცემის შემდეგ გადაიღეთ სელფი საარჩევნო უბანთან (ისე, რომ გამოჩნდეს უბნის ნომერი).
- საარჩევნო უბნების დახურვამდე (21:00 საათამდე) გამოაქვეყნეთ ეს ფოტო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე #მევიყავიარჩევნებზე.
“ტესლას” “გირჩი” იმ დაფინანსებით შეიძენს, რომელიც პარლამენტში შესულ პარტიებს ურიგდებათ, შემდეგ კი პარტია პირობას დებს, რომ ამ დაფინანსებას კანონიდან ამოიღებენ.
ჯამში რამდენი “ტესლა” გათამაშდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხმას მიიღებს “გირჩი” და შესაბამისად რამდენი იქნება პარტიისთვის კანონით განსაზღვრული წლიური საბიუჯეტო დაფინანსება.
https://www.facebook.com/GirchiParty/videos/3118638531549111/?t=4
“გირჩს” მიაჩნია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისტორიული მოვლენაა ქვეყნისთვის, რადგან პირველად, არჩევნები პროპორციული სისტემით, 120/30-ზე ჩატარდება.
“Tesla-ს” პროექტით პარტიას სურს, რომ მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები წაახალისოს, რათა რაც შეიძლება მეტმა ამომრჩეველმა მიიღოს მონაწილეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.