LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გირჩი” ქართულ ოცნებასთან პირდაპირი დიალოგისთვის ემზადება

62
ალექსანდრე რაქვიაშვილი

როგორც ვახტან მეგრელიშვილმა განაცხადა, ის მზადაა “ქართული ოცნების” ლიდერებთან მოლაპარაკების მაგიდასთან, ერთი ერთზე დაჯდეს.

”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი არ გამორიცხავს, რომ შეხვედრა მომდევნო კვირაში შედგეს.

“ჩვენ ეს კომუნიკაცია გვჭირდება იმისთვის, რომ მინიმუმ “ქართული ოცნების” პოზიციები გავიგოთ და ამის მიხედვით, უკვე ჩვენი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ. ჯერ შეხვედრები არ გვქონია, მაგრამ მე მგონი არ იქნება პრობლემა, ზოგადად. ჩვენ ამ კუთხით არასდროს არ გვქონდა, იმ კვირაში სავარაუდოდ გვექნება რამე შეხვედრა. მნიშვნელოვანია დავასრულოთ პოლიტპატიმრების საკითხი მშვიდობიანად და მაგალითად, შევცვალოთ საარჩევნო სისტემა ისე, რომ გამოვრიცხოთ რომელიმე ერთი პარტიის დომინირება მომავალში. ასეთი ნაბიჯები არა მარტო “გირჩისთვის” იქნება სასარგებლო, ეს ნიშნავს რომ ჩვენ დავასრულეთ დაპირისპირება,“ – აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g