LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გირჩი“ თელავში დაგეგმილ აქციას არ უერთდება

zurab_japaridze_5864fb7ca189d

გირჩი“ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავში ხვალ დაგეგმილ აქციას არ უერთდება. როგორც  ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, შეკრებისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება ყველას აქვს, თუმცა აქცია დესტაბილიზაციის მცდელობაში არ უნდა გადაიზარდოს.

„ჩვენი პოლიტიკური პარტია არ უერთდება ამ აქციას. ოპოზიციას კი, შეკრებისა და გამოხატვის უფლება აქვს. ვიმედოვნებ, აქციის მიზანი დაპირისპირება არ არის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ოპოზიციური პარტიის ლიდერი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ  პირველი პირის ადმინისტრაცია არა თბილისში, არამედ ქუთაისში უნდა იყოს.

„რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლეს, ვფიქრობთ, რომ ავლაბრის სასახლე საერთოდ უნდა გაიყიდოს. ჩემი აზრით, პრეზიდენტის სასახლე ქუთაისში უნდა იყოს“, – განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

თელავში ხვალ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ამევე დღეს თელავში გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციას გეგმავს.როგორც დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის განკუთვნილ სარეგისტრაციო ფორმაშია ნათქვამი, შეკრება  09:00-ზე, აეროპორტის გზაზე, “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის მიმდებარედ დაიწყება. ფორმის მიხედვით, აქტივისტები ტრანსპორტირებას თავად უზრუნველყოფენ და ერთად გაემართებიან თელავში.

გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 12 დეკემბერს აღნიშნა, რომ  ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, თელავის გარდა, აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g