LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გირჩის“ დარეგისტრირების საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა

60
იაგო ხვიჩია ვახტანგ მეგრელიშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ დარეგისტრირების საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ყველა ბარიერგადალახულ პოლიტიკურ ძალას პარლამენტში პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების და საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა ექნება.

„მეათე მოწვევის პარლამენტის ცხოვრება დაიწყო არასტანდარტული გზით, რითაც ქართულმა დემოკრატიამ მაგალითი აჩვენა მსოფლიოს. ამან, ბუნებრივია, გამოიწვია მთელი რიგი სიახლეები საპარლამენტო ცხოვრებაში, რამაც მოითხოვა რეგლამენტში ცვლილებების შეტანა. გაჩნდა პოლიტიკური ჯგუფის ცნება, რომელიც არ არის ფრაქცია, მაგრამ ბევრი მისი მსგავსი უფლებამოსილება მიეცა, რომ საპარლამენტო ცხოვრება ყოფილიყო ყველა იმ სუბიექტისათვის, ვინც ბარიერი გადალახა“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g