LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გირჩის სამეფოს” იდეას შალვა პაპუაშვილმა “სთორი” მიუძღვნა

219
Untitled design (1)

უმრავლესობის დეპუტატი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” პარტია “გირჩის” პარლამენტში მისვლას, კაბინეტის შერჩევასა და ამბიციურ განაცხადს – “გირჩის სამეფოს” შესახებ, სახალისო “სთორით” ეხმიანება.

ფოტოზე “გირჩის” წევრების კაბინეტის კარი, მისი ერთ-ერთი ლიდერის სახელი და გვარი, ასევე პარტიის სიმბოლო – გირჩი და მეფის გვირგვინია გამოსახული. 

შეგახსენებთ, 12 აპრილს, “გირჩის” წევრებმა 7-პუნქტიანი მოთხოვნების ჩამონათვალი გაავრცელეს და განაცხადეს, რომ შეწყვეტდნენ  ბოიკოტის რეჟიმს და შევიდოდნენ საქართველოს პარლამენტში, თუ “ქართული ოცნება” ამ შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და მოწესრიგებას დათანხმდებოდა.

შემდეგ დააანონსეს, რომ პარლამენტში მივიდოდნენ, გამარჯობას ეტყოდნენ და გაიცნობდნენ ადამიანებს – მეგრელიშვილმა თქვა, რომ პარლამენტში მუშაობას დაიწყებდნენ, თუმცა საკანონმდებლო საქმიანობაში არ ჩაერთვებოდნენ.

“კეთილი იყოს ჩვენი ფეხი პარლამენტში” – “გირჩის” წევრები საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ

 

 

 

19 აპრილს “გირჩის” წევრებმა შარლ მიშელის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერეს, ამის შემდეგ კი პარლამენტში მივიდნენ და თქვეს, რომ დაელოდებოდნენ შვიდიდან ერთი საკითხის დაკმაყოფილებას და სანამ ეს არ მოხდებოდა, კულუარებში ან დერეფანში დაელოდებოდნენ კოლეგებს, რომ ერთად შესულიყვნენ პარლამენტის დარბაზში.

სწორედ ამ დროს, მეგრელიშვილმა თქვა, რომ ამ საპარლამენტო ოფისს გამოიყენებენ როგორც პლაცდარმს და აქ იქნება “გირჩის” სამეფო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები