LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გირჩის” წევრები ახალი წლის ღამეს მარიხუანას საჯაროდ დათესავენ

102

„გირჩის“ წევრები ახალი წლის ღამეს მარიხუანას საჯაროდ დათესავენ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ახალ წლამდე ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას არ შეცვლის.

“ჩვენ მივმართავთ საქართველოს მომავალ  პარლამენტსა და მთავრობას და მოვითხოვთ მათგან, რომ ახალ წლამდე შეცვალონ ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობა და მარიხუანის და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება ქვეყანაში გახდეს სრულად ლეგალიზებული. ასევე, მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით კულტივირება და შენახვა იყოს ელგალიზებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2016 წლის 31 დეკემბერს, 23:59 საათზე  გირჩის წევრები, გირჩის ოფისში, პირდაპირ ეთერში, საჯაროდ, ნებისმიერ სრულწლოვან მოხალისესთან ერთად დავრგავთ მარიხუანას,” – განაცხადა „გირჩის“ წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g