LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გირჩმა” შარლ მიშელის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა

148
Untitled design (2)

პოლიტიკური პარტია “გირჩი” სამმა დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა, პოლიტიკური პარტიებისთვის ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

დოკუმენტს მათ ხელი ფეისბუქლაივში მოაწერეს.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, დარჩენილმა 60-მა პოლიტიკოსმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა შეთანხმება:

“ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა თავიანთი წინადადება. მე ვფიქრობ, რომ დარჩენილმა 60-მა კაცმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს უნდა შეთანხმება და ამ ხალხის გვერდზე დგომა, თუ უნდა, რომ ფეხებზე დაიკიდოს ეს ხალხი და საერთოდ ეს ყველაფერი. მოდით, ჩვენ რაღაცნაირი მაგალითი მივცეთ იმის, რომ ეს შესაძლებელია – მოვაწეროთ ხელი ამ ფორმალურ დოკუმენტს.” – თქვა მან.

იაგო ხვიჩიამ კი აღნიშნა, რომ არ არიან დესტრუქტორი და შეთანხმება სურდათ:

“თუ “ქართული ოცნება” ჩვენთან დადებს ამ შეთანხმებას და მოაწერს ამას ხელს და აქ არსებული პირობები აღსრულდება მიუხედავად იმისა, რაც იზამს “ნაციონალური მოძრაობა” და სხვა ოპოზიციური პარტიები, ჩვენ შევდივართ სრულად პარლამენტში და ეს ხელმოწერა ნიშნავს ამას. თუ „ქართული ოცნება“ ამას არ მოაწერს ხელს და ეს მხოლოდ ცალმხრივი იქნება – ის არ იქნება შეთანხმება და ჩვენ გავაგრძელებთ იმ რეჟიმში პარლამენტში ყოფნას, რა რეჟიმშიც დღეს შევდივართ პარლამენტში.” – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს გუშინ შეხვდნენ და შარლ მიშელის ინიციატივით შემუშავებული ბოლო დოკუმენტი გააცნეს. როგორც მაშინ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, შემოთავაზებულ ტექსტს პარტიების შიგნით განიხილავდნენ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g