LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Girteka საქართველოში 1 000 000 ევროს ინვესტიციას განახორციელებს

131
girteka

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი, ლიეტუვური ლოგისტიკური კომპანია „გირტეკა“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის „უცხოური პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის“ (FDI გრანტი) ბენეფიციარი გახდა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „გირტეკა“ ამ პროგრამის რიგით მეორე ბენეფიციარია.

„აწარმოე საქართველოს“ ცნობით, პროგრამის ფარგლებში, კომპანია მომდევნო 3 წლის განმავლობაში 400 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის და 1 000 000 ევროს ინვესტიცია განახორციელებს. კომპანია ინვესტირებული თანხის 15%-ს გრანტის სახით დაიბრუნებს.

„FDI საგრანტო პროგრამის მიზანია პოტენციური და არსებული ინვესტორების წახალისება საქართველოში. კერძოდ, ახალი და დამატებითი ინვესტიციები განახორციელონ მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე სექტორებში, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის გაძლიერებას.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სხვა სექტორებთან ერთად, ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნეს სერვისების აქტივობების განხორციელების შემთხვევაში 15%-მდე ქეშბექის მიღება შეუძლიათ საერთაშორისო კომპანიებს.

„გირტეკა“ საინვესტიციო ლოკაციის შერჩევის ეტაპზე აქტიურად თანამშრომლობდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების – Invest in Georgia-ს გუნდთან ქვეყანაში არსებული პოტენციალის შესასწავლად და კვალიფიციური სამუშაო ძალისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის გამო, არჩევანი საქართველოზე შეაჩერა. კომპანიამ გასულ წელს თბილისში გლობალური სერვისების ოფისი (GBS) გახსნა და ამ ეტაპზე საქართველოში 65-მდე ადამიანს ასაქმებს. მიმდინარე წლის ბოლომდე კი დასაქმებულთა რაოდენობის 200-მდე გაზრდას გეგმავს“, – აცხადებენ სააგენტოში.

„გირტეკა” გლობალურად 23 500 ადამიანს ასაქმებს. კომპანიის 9 200 სახმელეთო სატვირთო ავტომობილი ყოველწლიურად 800 000 რეისს ახორციელებს ევროპაში სკანდინავიასა და დსთ-ს ქვეყნებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები