LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GITA-სა და Modern College of Business and Science-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

109
მემორანდუმი

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ომანის სასულთნოს ბიზნესისა და მეცნიერების თანამედროვე კოლეჯს (MCBS) Innovation X-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმება მიზნად ისახავს საერთო ინიციატივების განხორციელებას და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას სტარტაპების, კვლევების, ინოვაციური პროექტების და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით.

მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა შეუერთდება Innovation X-ის მრჩეველთა საბჭოს და ჩაერთვება სტრატეგიის შემუშავების, პროექტების დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების ნაწილში. გაუზიარებს სააგენტოს გამოცდილებას და დაეხმარება მდგრადი პროგრამების შექმნაში.

ასევე, სააგენტო აქტიურად ითანამშრომლებს MCBS-სთან საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შესაძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფენ სხვადასხვა ორმხრივად მისაღები ერთობლივი ღონისძიების განხორციელებასა და თანამშრომლობის ფარგლებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g