LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია და ვერა ქობალია ზუგდიდის მაჟორიტარობისთვის არ იბრძოლებენ

289
giuli vera

დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარ კანდიდატებს 30-ვე ოლქში წარადგენს. ამის შესახებ ფორტუნას“ პარტიაში განუცხადეს. ამ დრომდე არაერთი კანდიდატის სახელი გაჟღერდა მედიაში, თუ ვისზე გააკეთებდა არჩევანს პარტია.

ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევანი. გავრცელებული ინფორმაციით, პარტიაში თავდაპირველად ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, ვერა ქობალიას კანდიდატურას განიხილავდნენ.

თუმცა მოგვიანებით ამტკიცებდნენ, რომ პარტიამ არჩევანი მიხეილ სააკაშვილის დედაზე გააკეთა.

დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზუგდიდის მაჟორიტარობისთვის ბრძოლაზე თავად გიული ალასანიამ თქვა უარი.

დიდი ალბათობით ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი არ იქნება არც ვერა ქობალია, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ ქართულ პოლიტიკაში ვერა აუცილებლად უნდა დაბრუნდეს და მისი ნიჭი აუცილებლად უნდა გამოიყენოს საქართველომ.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდისთვის ბრძოლას და უპირობო გამარჯვებას „ქართული ოცნებაც“ და „ევროპული საქართველოც“ ბოლომდე აპირებს.

„ოცნებას“ პრემიერის ყოფილი მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი წარმოადგენს, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ – გიგი უგულავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოო არჩევანს, დღეს 21:00 საათზე გავიგებთ.

ვერა ქობალია ქართულ პოლიტიკაში ზუგდიდიდან ბრუნდება?

იქნება თუ არა გიული ალასანია ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g