„ერთადერთი შანსის იმედი მაქვს, სასჯელის გადავადების“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დედამ გიული ალასანიამ, ჟურნალისტებს ყოფილ პრეზიდენტთან კლინიკა „ვივა მედში“ შესვლამდე განუცხადა.
ალასანიას განცხადებებით, ექსპერტთა ჯგუფის დაშვებით მას იმედი გაუჩნდა, რომ შესაძლოა მოხდეს მისი გადარჩენა.
„ძალიან მძიმე გრძნობით გამოვდივარ ყოველთვის. რომ ვზივარ და მას ასეთ მდგომარეობაში ვუყურებ, ჩემთვის ძალიან მძიმეა. ადამიანი, რომელსაც ვერ გააჩერებდი, ვხედავ, რომ სრულიად გამოფიტულია. ერთადერთი შანსის იმედი მაქვს, სასჯელის გადავადების. შეიძლება ირაკლი კობახიძემაც აზრი შეიცვალოს, გარდა ამის „ქართული ოცნებაში“ სხვებიც არიან.“– განაცხადა ალასანიამ.
კობახიძე სააკაშვილზე: საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია