ივნისის ბოლო კვირას, ,,გლასტონბერის ფესტივალი” გაიმართება.
მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური დღესასწაული, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ტრადიციულად, ზაფხულში ტარდება, 25-დან 29 ივნისის ჩათვლით, ღია ცის ქვეშ თავს არაერთი ჟანრის მოყვარულ უამრავ მელომანს მოუყრის. ფესტივალი წელს 42-ედ ჩატარდება.
ხუთდღიანი კონცერტების სერიის ჰედლაინერებად: The 1975, ოლივია როდრიგო და ნილ იანგი დასახელდნენ. ეს უკანასკნელი ,,გლასტოზე” პირველად 2009 წელს, მაშინაც ჰედლაინერის სტატუსით წარდგა.
ფესტივალზე ასევე მეორედ, თუმცა მთავარ სცენაზე პირველად იმღერებს – The 1975. ინგლისური პოპ როკ ჯგუფის პირველი პერფორმანსი ფესტივალზე, 2014 წელს შედგა.
ოლივია როდრიგო ფესტივალზე სადებიუტო წარმოდგენას გამართავს. როდრიგოს მსგავსად ასევე პირველად წარდგებიან პუბლიკის წინაშე: დოჩი, ალანის მორისეტი, გრეისი აბრამსი, ბასტა რაიმსი, ლოლა იანგი, ბრენდი კარლაილი, En Vogue, Shaboozey და სხვები.
ლაინაფში ასევე სხვა ისეთი არტისტები და ბენდები გვხვდება, როგორებიცაა: როდ სტიუარტი, ჩარლი XCX, The Prodigy, Nile Rodgers & Chic და მრავალი სხვა.
გლასტონბერის შარშანდელი ჰედლაინერები: დუა ლიპა, Coldplay, შანია ტვეინი და SZA იყვნენ.
2025 წლის Glastonbury Festival-ზე პერფორმერთა სრული სია:

შეგახსენებთ, რომ ,,გლასტონბერის თანამედროვე წარმოდგენითი ხელოვნების ფესტივალი” დიდ ბრიტანეთში წლის უმნიშვნელოვანეს მუსიკალურ ღონისძიებათა რიცხვშია. ,,ინგლისის ვუდსტოკის” ისტორია 70-იანი წლებიდან იწყება.