LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

178
გლდანი

გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა.  ამის შესახებ „ფორტუნას“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაუდასტურეს.

„2021 წლის 24 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინებს საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, რამაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები (მათ შორის, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, სამედიცინო ექსპერტიზა, მოწმეთა გამოკითხვა და სხვა“. – განუცხადეს „ფორტუნას“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

გარდაცვლილი პატიმრის ეგორ გრეგენკოს ადვოკატის ჯაბა კოჭლამაზაშვილის განცხადებით, მას ციხის ადმინისტრაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უშვებს და პატიმრის ცხედრის დათვალიერების პროცედურაზე არ ასწრებს.

„ციხის ადმინისტრაცია მე არაფერს მეუბნება, უბრალოდ, არ მიშვენებენ. მე დღეს მოვედი აქ ციხეში, ვნახე სულ სხვა პატიმარი. იქიდან გამოსულს მირეკავს სახელმწიფო დაცვის ინსპექტორის სამსახური და მეუბნება, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი გარდაიცვალა, პროზექტურიდან ვინ წაიყვანსო?!

მე კატეგორიულად ვითხოვე ჩემთვის მოეცათ ნება, რომ შევსულიყავი და დათვალიერებას დავსწრებოდი, ახლა მიმდინარეობს ცხედრის დათვალიერება. დიდი ჩხუბის შემდეგ, რომ ავუხსენი, რომ მაქვს ამის უფლება, მითხრა, რომ თუ შემოხვალ, მე დაგასწრებო. ორდერი მაქვს და არ მიშვებენ შიგნით, რაღაც შინაგანაწესიაო. იქ არის გარდაცვლილი, მე ვყავარ მარტო ამ პატიმარს, ადვოკატი, მეტი არავინ ჰყავს და არ მიშვებენ, რომ დავესწრო, ვნახო რა მდგომარეობაშია ახლა. ბოლოს, როცა მე ვნახე ეგორი, მან მითხრა, რომ თუ არის შესაძლებელი სამარტოო საკანში გადასვლა. მე არ ვიცი, ეს რის გამო მთხოვა, მაგრამ ვუთხარი, რომ როგორც კი განაჩენს გამოაგზავნიდა სასამართლო, მას გადაიყვანდნენ ჩვეულებრივ ციხეში და სავარაუდოდ, მე-17 დაწესებულებაში, ჩვეულებრივ საკანში. არ ვიცი რა მოხდა, ვითხოვ დასწრებას დათვალიერებაზე“, – განაცხადა ადვოკატმა „ტვ პირველთან“ საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g