LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანის მოსახლეობას დროებით წყალმომარაგება შეუწყდებ

78

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდფაუერი“ გლდანის რაიონში, დღეს ღამით, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გლდანის რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად, წყალსადენის 1400 მმ-იან მაგისტრალზე მეორე ეტაპის სამუშაოები განხორციელდება. “ჯორჯიან უოთერ ენდფაუერის“ ცნობით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტისთვის, კომპანია სამუშაოებს ღამის საათებში ჩაატარებს.

ამ მიზნით, დღეს, 18:00 საათიდან ხვალ,22 დეკემბერის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VI, VIII მ/რაიონებს, თემქის III მ/რაიონს

გლდანის რაიონის დასახლებებს, ანდრონიკაშვილს, ბიჭვინთისა და რევოლუციის ქუჩებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g