LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანს ახალი სკვერი შეემატება [ფოტოები]

947
13

სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მემორიალთან არსებული სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 1 800 კვ/მ ფართობზე ბავშვთა გასართობი ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა მოეწყობა. ასევე, დაითესება ბალახი და განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგება კედელი, მოეწყობა დეკორატიული ღობე და განახლდება მემორიალი.

„გლდანის რაიონს კიდევ ერთი ახალი და ლამაზი სკვერი შეემატება. სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩის მოსახლეობას დავპირდით, რომ არსებული სკვერის რეაბილიტაციას განვახორციელებდით და სამუშაოები დავიწყეთ. გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები არაერთ მისამართზე მიმდინარეობს და წლის განმავლობაში, კიდევ ბევრი ლამაზი სივრცე მოეწყობა“, – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩვენი ჯგუფი“ ახორციელებს. სკვერის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 129 921 ლარია გათვალისწინებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g