თბილისში, გლდანის რაიონში შვილმა მამა მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, შვილი წარსულში ნასამართლევია.
„ფორტუნას“ ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა და ის განყოფილებაშია გადაყვანილი.
რა გახდა მომხდარის მიზეზი, უცნობია.
„ფორტუნა“ მეტი დეტალის გარკვევას შსს-ში ცდილობს.