გლდანში, „ვოსილ ჯგუფის“ მსხვილი ფორმატის სავაჭრო კომპლექსი გაიხსნა, სადაც ერთ სივრცეშია განთავსებული სუპერმარკეტი „სმარტი“, „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები და „ვისოლის“ ბენზინისა და გაზის გასამართი სადგური. ობიექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. ცერემონიას ასევე დაესწრნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და „ვისოლ ჯგუფის“ ამერიკელი პარტნიორები.
როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, “ვისოლ ჯგუფის” მიერ ახალი ობიექტის გახსნა სახელმწიფოს და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია.
„როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ეს პროექტი პრაქტიკულად შეჩერებული იყო. ჩვენ დავდეთ განახლებული ხელშეკრულება, შეღავათები გავუწიეთ კერძო სექტორს და შედეგიც მივიღეთ. განხორციელდა 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია და დასაქმდა 350-ზე მეტი ადამიანი,“ – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
„ვისოლ ჯგუფისათვის“ გლდანის სავაჭრო კომპლექსი გორის დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის შემდგომ მეორე ობიექტია, სადაც „სმარტი“, „ვენდი“„ „დანკინ დონატსი“ და „ვისოლი“ ერთ სივრცეშია განთავსებული. მნიშვნელოვანია ის, რომ ახალ სავაჭრო კომპლექსში ჯამურად 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება და წინასაახალწლოდ 300-ზე მეტ ოჯახს გაუჩნდება შემოსავლის ახალი წყარო. ახალი ფართო ფორმატის სავაჭრო კომპლექსის შექმნით ჩვენ ასევე დამატებით წვლილს შევიტანთ ქართული ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი წარმოების წახალისების საქმეში“, – განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
„ვისოლ ჯგუფმა“ სუპერმარკეტების ქსელის „სმარტის“ განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებენ აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, საბურთალოზე, წყნეთში, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ბათუმში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.
„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის“ უკვე 8 რესტორანი აქვს საქართველოში.
„ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს „დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში. „დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
„დანკინ დონატსის“ რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს უგემრიელესი სენდვიჩების დიდი ასორტიმენტი, ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სასმელები, უმაღლესი ხარისხის ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და კოლატას პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები და მრავალფეროვანი დონატები. 2015 წელს “ვისოლ ჯგუფმა” შეძლო „ვენდისა“ და „დანქინ დონატსის“ რესტორნებში იმპორტირებული პროდუქტების ქართული წარმოების პროდუქტებით ჩანაცვლება, რაც ადგილობრივი წარმოების განვითარების, პროდუქციის ხარისხის ამაღლებისა და რეალიზებული პროდუქტების უსაფრთხოებისა და სანდოობის კუთხით მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯია“.
„ვისოლს“ საკუთრებაში არსებული ავტო გასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ ერთადერთი ნავთობკომპანიაა საქართველოში, რომელმაც ინტეგრირებული ავტოგასამართი სადგურები დანერგა ქვეყანაში. კომპანია ვისოლი მომხმარებელს შეკუმშულ ბუნებრივ გაზს 2007 წლიდან სთავაზობს.
