LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Global Finance-მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა

63
20210602131328

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2021 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის მეოთხედ დაასახელა.

მათივე ცნობით, Global Finance – მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის რეიტინგებში პირველად 2018 წელს ჩართო და ის, გასული სამი წლის მსგავსად, ცენტრალური ბანკის იმ მმართველთა, სიაშია რომელთაც A და A- შეფასება მიიღეს.

„2021 წლის Central Banker Report Cards – ში 101 ცენტრალური ბანკირი შეფასდა. კობა გვენეტაძესთან ერთად, წელს აღნიშნულ კატეგორიაში არიან: აშშ – ის ცენტრალური ბანკის მმართველი (ჯერომ პაუელი), ასევე, ისრაელის (ემირ იარონი), ახალი ზელანდიის (ადრიან ორი) და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები. Global Finance – ის დაჯილდოება საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და დაჯილდოებული პირებისა და ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს. ცენტრალური ბანკების მმართველების შეფასება ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 1987 წელს დაარსებული Global Finance – ი 163 ქვეყანაშია მიმოქცევაში. ჟურნალის მკითხველებს შორის არიან მულტინაციონალურ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში საინვესტიციო და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი მაღალ თანამდებობებზე მყოფი კორპორაციული და ფინანსური მენეჯერები. ჟურნალის ვებგვერდზე – GFMag.com – ქვეყნდება ანალიტიკური და მიმოხილვითი სტატიები, რომლებიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე 34-წლიანი გამოცდილების შედეგია. Global Finance – ის სათავო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს და ჟურნალის წარმომადგენლობები ლონდონსა და მილანშია განთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები