უკვე ცნობილია იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც ევროპული კლუბების ასოციაციისა და ევროპელი საფეხბურთო აგენტების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ Globe Soccer Awards 2019 – ზე საუკეთესოს წოდებისათვის იბრძოლებენ.
დაჯილდოების ყველაზე პრესტიჟულ, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში წარდგენილნი არიან:
კრიშტიანო რონალდო
ლიონელ მესი
ბერნარდო სილვა
მოჰამედ სალაჰი
ალისონი
სადიო მანე
ვირჯილ ვან დეიკი
დაჯილდოების ცერემონია 29 დეკემბერს დუბაიში გაიმართება.
გარდა საუკეთესო ფეხბურთელისა, Globe Soccer Awards წლის საუკეთესო მწვრთნელს, ქალ ფეხბურთელს, მსაჯს და კლუბსაც გადაეცემათ. საერთო ჯამში საუკეთესოები 14 ნომინაციაში გამოვლინდებიან.
გასულ წელს Globe Soccer Awards-ის მთავარი პრიზის მფლობელი პორტუგალიელი კრისტიანო რონალდო გახდა.
