14 ივნისს, გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე ემსხვერპლა.
ზაირა გორგაძე პატარძლის კაბით თავისი დის საფლავზე მივიდა და ემოციური კადრები სოციალურ ქსელში გაგვიზიარა.
„გლოვის ყველაზე მძიმე დღე.
არ არის დაკრძალვის დღე და არც იმ ადამიანის წასვლის წლისთავი.
ეს არ არის კალენდარში მონიშნული თარიღი.
ყველაზე მძიმე დღე ჩვეულებრივი დღეა.
ეს არის ის მომენტი, როცა რაღაც ლამაზი გემართება და ხვდები, რომ უკვე ვეღარ მიირბენ, რათა მას გაუზიარო.
ეს არის ის წამი, როცა ტკივილი მოგწვდება,
და აღარ არის ის მკლავები, რომლებსაც შეეძლოთ შენი ჩახუტება, და არც ის ხმა, რომელიც გზას გიჩვენებდა.
ყველაზე მძიმე დღე უბრალოდ ისეთივე დღეა, როგორიც ყველა სხვა, რომელშიც ყველაფერი ნორმალურად გამოიყურება, მაგრამ არყოფნა ყველაზე მეტად გტკივა“, – ვკითხულობთ ტექსტში.
„ვდგებით დილას და ვფიქრობთ, როდის გამოვიქცეთ შენს საფლავზე… განა ამხელა ტკივილის ღირსი ვიყავით შვილო?! სულ შენს ვიდეოებს ვუყურებ, შენს ხმას ვეძებ… სული მეწვის, გული მეფლითება“ – გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის დედა
„რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ეს ტკივილი განელდეს და უშენობამ არ ამოხეთქოს… სახლიდან სიცილის მაგივრად, ტირილის ხმა თუ ისმის…“ – გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და ემოციურ პოსტს აქვეყნებს
ვიდეო: „არ იცოდა ნომრების შეცვლას რომ ვაპირებდით… როცა მივიყვანე ადგილზე, მიხვდა და ჩვენგან მალულად, თვალები ცრემლებით აევსო“ – გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და ემოციურ პოსტს აქვეყნებს
„როგორი ბედნიერი იყავი ამ დღეს, ბოლო კადრი გულს მიკლავს, ხშირად ემშვიდობებოდი მაგ ჟესტით ყველას, გვანიშნებდი რამეს ჩემო სიცოცხლე?“ – რა კადრებს აქვეყნებს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და
ვიდეო: „ბევრმა მომწერა, რომ ეს ჩიტი მთელი დღე სადარბაზოს არ მოსცილებია დაკრძალვამდე და დაკრძალვის მერეც, მამიკომ კარი ღია დაგიტოვა, გაფრინდეს, ცოდოაო, თვალებში შეგციცინებდა, იქნებ რამე უნდა და მანიშნოსო“ – რა კადრებს აქვეყნებს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და
„ჩვენს ყოველ შეკრებას მეგი ამხიარულებდა, სადაც არ უნდა ვყოფილიყავით. რომ წარმოვიდგენ მის ყოველ ქცევას, ამა თუ იმ სიტუაციაში რას გააკეთებდა, ჩამეღიმება… არავინ არ იცის როდის მაგრამ ერთ დღესაც აუცილებლად შევხვდებით… შენს მიერ გამოწვეულ სიცარიელეს ჩემს გულში, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეავსებს!“ – გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოში 14 ივნისს მოხდა – ბათუმიდან სარფის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა სამი გოგო, დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ 2 ადამიანი.
„ბათუმო ვიზიარებ…სად გვყავს დასაკარგი ახალგაზრდები“ – აჭარაში დაღუპული გოგონების შესახებ ემოციური პოსტი ვრცელდება