გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
როგორც “ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული გადასასვლელი გაიწმინდა ნარჩენებისგან; სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აღდგენილია კიბეები და სავალი ნაწილი. მოპირკეთდა მიწისქვეშა გადასასვლელის კედლები და ჭერი, შეიცვალა ელექტრო გაყვანილობა და დამონტაჟდა ახალი სანათები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები შ.პ.ს “უძრავი ქონება-თბილისი’’ – ს დაკვეთით კომპანია „გუგა2001“-მა შეასრულა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 189 000 ლარი დაიხარჯა.