LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გოჭი პეპას” მუსულმანური ვერსიის შექმნას მოითხოვენ

310

ავსტრალიაში მუსულმანი ლიდერები მოითხოვენ, ცნობილი მულტფილმის „გოჭი პეპას“ ალტერნატიული ვერსიის შექმნას ითხოვენ.

ავსტრალიელმა იმამებმა მოუწოდეს მშობლებს, შეაგროვონ ფული „პეპას“ ახალი ვერსიის შესაქმნელად, სადაც მუსულმანური ფასეულობები იქნება დაცული.

მულტფილმი „გოჭი პეპა“ (Peppa Pig) მსოფლიოს 180 ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ისლამური თემატიკით საბავშვო შოუებს კომპანია One4Kids ქმნის, „პეპას“ მუსულმანური ალტერნატივისთვის კომპანიას  20,000 ავსტრალიური დოლარი დასჭირდება.

„მულტფილმის დანიშნულება იქნება, დაანახოს ბავშვებს, რას ნიშნავს იყო მუსულმანი და ამავე დროს – კარგი მოქალაქე,“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

One4Kids სიდნეიში მდებარეობს და მულტფილმებს წინასწარმეტყველებზე, ლოცვებზე, რამადანზე ქმნის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები